წესები და პირობები

ვებგვერდზე რეგისტრაციით, თქვენ  აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. შეკვეთის განხორციელების შემდეგ, თქვენს მიერ  მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით. ვებგვერძე პროდუქციის ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.  ადმინისტრაცია იტოვბს უფლებას, საჭიროებისამებრ, შეცვალოს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის ღირებულებები. 

კონფიდენციალობა

კომპანია ,,ელ დე კა“ პასუხისმგებელია თითოეული მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პერსონალური  მონაცემები, ინახება თითოეული მომხმარებლის პირად პროფილში და დაცულია კანონმდებლობის შესაბამისად.  

ვებგვერდის სტატისტიკა

ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, მოახდინოს ვებგვერდის  ვიზიტორებისა და შემსყიდველების  სტატისტიკის ანალიზი გაყიდვების სტიმულირების მიზნით. 

მარკეტინგი და კომუნიკაცია

მარკეტინგის სამსახური უფელბამოსილია, რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მიაწოდოს სიახლეების შესახებ ინფორმაცია. 

დაბრუნების პოლიტიკა

შპს ელ დე კა გაძლევთ შესაძლებლობას 48 საათის განმავლობაში დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:

  • პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი.
  • თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.
  • პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს შპს ელ დე კა.
  • პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლებინაწილები და დოკუმენტი.
  • პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ქონდეს შენარჩუნებული სარეალიზაციო სახე.

პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა შპს ელ დე კა – ს მხრიდან.

პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში, კლიენტს თანხა დაუბრუნდება 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ka_GEGeorgian